Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტურმა დაჯგუფება ჰამასმა გამოაცხადა


ისლამისტურმა დაჯგუფება ჰამასმა გამოაცხადა,

ისლამისტურმა დაჯგუფება ჰამასმა გამოაცხადა,
რომ ყოველგვარ კონტაქტს სწყვეტს პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასთან, რითაც პროტესტს გამოთქვამს ამ უკანასკნელის მიერ იორდანიის ქალაქ აქაბაში ახლახან გაკეთებული განცხადებების გამო. სამიტზე, აქაბაში, აბასმა მოუწოდა თანამეამულეებს - შეწყვიტონ შეიარაღებული ბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ, და თან თანაგრძნობა გამოუთქვა მრავალტანჯულ ებრაელს ხალხს. პარასკევს, ათასობით პალესტინელმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციებში, რომლებიც ღაზის სექტორში გაიმართა ჰამასის მოწოდებით. დემონსტრანტებმა დაგმეს აქაბაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები და განაცხადეს, რომ არ შეწყვეტენ ბრძოლას ისრაელისმიერი ოკუპაციის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG