Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამა დღეს დაეთმობა


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამა დღეს დაეთმობა

ახალი თაობის იმ ადამიანებს, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომები აქვთ საზოგადოებრივი თვალსაზრისით მწვავე და საინტერესო საკითხებისადმი. ლოიალობა თუ პროტესტი, თანამშრომლობა თუ კონფრონტაცია? რა მოტივები აქვთ ახალგაზრდებს ამა თუ იმ პოზიციის არჩევისას? გადაცემაში ჯერ შეგახვედრებთ გიორგი ონიანს, მოძრაობა "კმარას" წარმომადგენელს, შემდეგ კი ეკა წამალაშვილი გაესაუბრება დიმიტრი ცქიტიშვილს, სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერს და, შესაბამისად, ბლოკის "ახალი საქართველოსათვის" წევრს.

[დავით პაიჭაძის ინტერვიუ გიორგი ონიანთან]

ახლა ეკა წამალაშვილი ახალგაზრდა სოციალისტების ლიდერს დიმიტრი ცქიტიშვილს წარმოგიდგენთ.


ეკა წამალაშვილი:

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას - სხვათა შორის, ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს - ხელისუფლების დაპირებების არ სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების ერთი ჯგუფი მოქმედებს ლოზუნგით "კმარა" და ეს კმარა პირველ რიგში შევარდნაძის ხელისუფლებისკენ არის მიმართული, არიან ახალგაზრდები, რომლებსაც იმასთან დაკავშირებით, თუ რა კმარა საქართველოში, ასეთი შეხედულება აქვთ:

[დიმიტრი ცქიტიშვილის ხმა] "კმარას" და საპროტესტო აქციების წინააღმდეგი ვერ ვიქნები: ეს ერთ-ერთი ფორმაა იმისთვის, რომ გამოფხიზლდეს საზოგადოება და საზოგადოებამ გამოაფხიზლოს ხელისუფლება. მაგრამ, როცა საპროტესტო აქცია ხორციელდება საზოგადოების სახელით და რეალურად მას ახორციელებს პარტიული აქტივი, ეს არის მიუღებელი. თუ გამოდის პარტიული აქტივი, უნდა თქვას, რომ ჩვენ ვართ პარტიული აქტივი ან ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერები და ეს არ უნდა იყოს ასე. როცა სხვისი სახელით ლაპარაკობენ, ეს არის ცუდი. "


მოძრაობა "კმარასთან" დაკავშირებით ეს მოსაზრება ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირის თავმჯდომარემ და სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გამოთქვა. ის და მისი თანამოაზრეები, ახალგაზრდა და უფროსი თაობის სოციალისტები, ცოტა ხნის წინ ხელისუფლების ოპოზიციაში იყვნენ, როგორც აღნიშნავენ, იმიტომ რომ "მოქალაქეთა კავშირში" ჟვანია-სააკაშვილის გუნდის ყოფნას ქვეყნისთვის დამღუპველად მიიჩნევნდენ. მას შემდეგ, რაც ხსნებული გუნდისა და "მოქალაქეთა კავშირის" გზები გაიყარა, სოციალისტებმა ოპოზიციიდან ხელისუფლების ბანაკში გადაინაცვლეს. ახალგაზრდა სოციალისტებისთვის ეს პარტიული გადაწყვეტილება თავიდან, ცოტა არ იყოს, მტკივნეული იყო, მაგრამ, როგორც დიმიტრი ცქიტიშვილთან საუბრისას გავარკვიეთ, მოგვიანებით დარწმუნდნენ, რომ ბლოკში, რომელსაც "ახალი საქართველოსთვის" ჰქვია, ბლოკის ახალგაზრდული კავშირების წარმომადგენლები ერთმანეთთან და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეძლებენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის გაკეთებას. თუ როგორ, ამის გასარკვევად დიმიტრი ცქიტიშვილს რამდენიმე შეკითხვით მივმართე:

[ინტერვიუ დიმიტრი ცქიტიშვილთან]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG