Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმიის თანახმად, გასულ ორ


აშშ-ის არმიის თანახმად, გასულ ორ დღეში ერაყში დახოცეს ასამდე ადამიანი ბრძოლის დროს.

აშშ-ის არმიის თანახმად, გასულ ორ დღეში ერაყში დახოცეს ასამდე ადამიანი ბრძოლის დროს.
აშშ-ის სამეთაურო ცენტრის ცნობით, დღეს 27 ერაყელი მოკლეს. ისინი სატანკო პატრულს დაესხნენ თავს ბაღდადის ჩრდილოთით ქალაქ ბალადში. აშშ-ის თანახმად, საქმე ეხებოდა ორგანიზებულ თავდასხმას პატრულზე. გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა დაბომბეს ბაღდადიდან 150 კილომეტრში მდებარე, როგორც აშშ მიიჩნევს, "ტერორისტების საწვრთნელი ბანაკი". ამ ოპერაციის დროს 70 ადამიანი იქნა მოკლული. აშშ-ის 4000 სამხედრო იყო ჩაბმული ოპერაციაში, რომელიც ანტიამერიკული წინააღმდეგობის ლიკვიდირებას ისახავდა მიზნად. ერაყის ჩრდილოეთში ქირქუქის მახლობლად აშშ-ს სამხედროთა თანახმად, 74 პირი დააკავეს, მათზე ეჭვია, რომ "ალ ყაიდის" მხარდამჭერები არიან.
XS
SM
MD
LG