Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლება მკაცრ ზომებს მიმართავს


ირანის ხელისუფლება მკაცრ ზომებს მიმართავს მთავრობისსაწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ,

ირანის ხელისუფლება მკაცრ ზომებს მიმართავს მთავრობისსაწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ,
რომელთა უმრავლესობას სტუდენტები შეადგენენ. კონსერვატორი მოლების მომხრე რაზმებთან შეტაკებისას 40 დემონსტრანი დაიჭრა. თეირანში, საპროტესტო გამოსვლების მონაწილე ასამდე სტუდენტია დაპატიმრებული. შაბათს ასევე დააკავეს ორი თვალსაჩინო რეფორმისტი პოლიტიკოსი, რომლებსაც ამ არეულობათა თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ. საპროტესტო გამოსვლები ოთხი დღე გრძელდებოდა და არა მარტო თეირანში, არამედ ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. სტუდენტები პოლიტიკური რეფორმების გატარებას მოითხოვენ ირანში. ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შეერთებული შტატების პროპაგანდას ადანაშაულებს იმაში, რომ ირანში არეულობა დაიწყო.
XS
SM
MD
LG