Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედროები სადამ ჰუსეინის მომხრეთა


ამერიკელი სამხედროები სადამ ჰუსეინის მომხრეთა ძებნას შეუდგნენ. ეს ოპერაცია ძირითადად ბაღდადსა და მის მიმდებარე ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე ხორციელდება.

ამერიკელი სამხედროები სადამ ჰუსეინის მომხრეთა ძებნას შეუდგნენ. ეს ოპერაცია ძირითადად ბაღდადსა და მის მიმდებარე ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე ხორციელდება.
შაბათს ღამით ბაღდადის დასავლეთით მდებარე ქალაქ ფალუჯაში ამერიკელმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს და მოგვიანებით განაიარაღეს ერაყელთა ერთი ჯგუფი. გასულ კვირაში ამერიკელმა სამხედროებმა 400-მდე ერაყელი დააკავეს. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობიდან დღემდე, ბოლო ორი თვის მანძილზე ერაყში 40 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების მეთაური რიჩარდ მაიერსი სახიფათოდ მიიჩნევს ფაქტს, რომ ერაყელთა უმეტესობას სადამ ჰუსეინი ცოცხალი ჰგონია. მაიერსის აზრით, ამერიკელმა სამხედროებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახერხონ სადამ ჰუსეინის პოვნა იქნება ის ცოცხალი, თუ არა. საგულისხმოა ერაყის ნაციონალური კონგრესის ლიდერის აჰმად ჩალაბის გასული კვირის განცხადება, რომ ერაყის პრეზიდენტი ცოცხალია და ორგანიზებას უწევს თავის მომხრეთა ქსელს შეერთებული შტატების სამხედროთა წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებაში.
XS
SM
MD
LG