Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის წარმომადგენლის ალი სალეჰის აზრით,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის წარმომადგენლის ალი სალეჰის აზრით,
თეირანსა და ხსენებულ სააგენტოს შორის წარმოშობილი კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია. დღეს ვენაში სააგენტოს ხელმძღვანელობამ ირანის ბირთვული პროგრამა განიხილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ ირანმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, როცა სააგენტოს დროულად არ აცნობა თავის ბირთვულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებისა და ზოგიერთი ბირთვული ნივთიერების შესახებ. ამავე დროს, ბარადეის თქმით, თეირანი სიტუაციის შესაცვლელად გარკვეულ ზომებს მიმართავს. დღესვე ევროპის კავშირმა მიიღო განცხადების პროექტი, რომელშიც ირანის მისამართით გამოთქმულია მოწოდება, ხელი მოაწეროს დამატებით ოქმს. ამ ოქმმა სააგენტოს ექსპერტებს უფლება უნდა დართოს, დაიწყონ ირანის ბირთვული ობიექტების ინსპექცია. თეირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ხორციელდება.
XS
SM
MD
LG