Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში შეიქმნება პოლიტიკური საბჭო ქვეყნის


ერაყში შეიქმნება პოლიტიკური საბჭო ქვეყნის მართვის ხელშესაწყობად. ამის შესახებ ერაყში ამერიკული სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა განუცხადა

ერაყში შეიქმნება პოლიტიკური საბჭო ქვეყნის მართვის ხელშესაწყობად. ამის შესახებ ერაყში ამერიკული სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა განუცხადა
იორდანიაში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს უთხრა. მისი განმარტებით: [პოლ ბრემერის ხმა] "ვაპირებთ შეიქმნას პოლიტიკური საბჭო ერაყის საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენლების მონაწილეობით, საბჭო, რომელსაც პირველივე დღიდან დიდი ავტორიტეტი ექნება. იმედი გვაქვს, რომ მას ივლისში ჩამოვაყალიბებთ". ბრემერის თქმით, პოლიტიკური საბჭო წარადგენს მინისტრობის კანდიდატებს და შექმნის კომისიებს მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციის შესამუშავებლად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ასევე იორდანიაში მყოფმა კოლინ პაუელმა კი აღნიშნა, რომ აშშ დატოვებს ერაყს, როგორც კი ამ ქვეყანას საკუთარი მთავრობა ეყოლება. მას არ უთქვამს, როდის ჩამოყალიბდება ასეთი მთავრობა.
ამასობაში პოლ ბრემერმა აღნიშნა, რომ მისი ოფისი მალე დაიწყებს ჯარისკაცების გაწვევას ერაყის ახალ არმიაში. ერთი თვეც არ არის გასული მას შემდეგ, რაც ბრემერმა გასცა განკარგულება ერაყის თავდაცვის სამინისტროს დაშლის შესახებ, რასაც ამ გადაწყვეტილების შედეგად უმუშევრად დარჩენილი სამხედრო პირების არაერთი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG