Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


კვირას ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ბაღდადის სამხრეთით სამხედრო ბადრაგზე ჭურვით განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

კვირას ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ბაღდადის სამხრეთით სამხედრო ბადრაგზე ჭურვით განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
ამერიკელი სამხედროების განცხადებით, თავდასხმა მოეწყო ხან აზადში, რომელიც ბაღდადიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს. ამ ინციდენტამდე ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ გუშინ საღამოს ქალაქ ჰიტში ნავთობსადენი აფეთქდა და ცეცხლში გაეხვია. ჰიტი ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, 140 კილომეტრში მდებარეობს. სამხედროებს არ უთქვამთ, რამ გამოიწვია აფეთქება, ხოლო ერაყის ნავთობმრეწველობის სამინისტროს წარმომადგენლები საბოტაჟის აქტს ვარაუდობენ. მსხვერპლის შესახებ ცნობებში არაფერია ნათქვამი. კვირას ერაყი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნდა ნავთობის პირველი ექსპორტით მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
XS
SM
MD
LG