Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, არასწორია


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, არასწორია ფიქრი, თითქოს აშშ ირანის წინააღმდეგ "აგრესიული ქმედებისათვის" ემზადებოდეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, არასწორია ფიქრი, თითქოს აშშ ირანის წინააღმდეგ "აგრესიული ქმედებისათვის" ემზადებოდეს.
თუმცა, ასევე კოლინ პაუელის განცხადებით, რომელიც მან იორდანიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა, ვაშინგტონი ეწინააღმდეგება ირანის მიერ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერას და ეწინააღმდეგება ირანში ატომური იარაღის შექმნას. მანვე გამოთქვა ვაშინგტონის იმედი, რომ ირანელები ხელს არ შეუშლიან სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ერაყში. გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა კი აშშ-სა და ირანს მოუწოდა, შეარბილონ ამჟამინდელი უთანხმოების ტონი. ანანმა არაბულენოვან გაზეთ "აშარკ ალ ავსათთან" ინტერვიუში გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა ამას მოახერხებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობის უკმაყოფილების მიუხედავად, გააგრძელებს ირანის დახმარებას ბირთვული პროგრამის განვითარებაში. ამ საკითხს პუტინი სამაუწყებლო კომპანია BBC-თან ინტერვიუში შეეხო. რუსეთი ირანს პირველი ატომური რეაქტორის აგებაში ეხმარება და ირწმუნება, რომ ირანი არ აპირებს ატომური იარაღის შექმნას.
XS
SM
MD
LG