Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის ხელისუფლებამ უარყო სუდანის მიერ


საბერძნეთის ხელისუფლებამ უარყო სუდანის მიერ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა, რომელიც აფრიკის ამ ქვეყანაში მიმავალი ხომალდის დაპატიმრებას უკავშირდება.

საბერძნეთის ხელისუფლებამ უარყო სუდანის მიერ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა, რომელიც აფრიკის ამ ქვეყანაში მიმავალი ხომალდის დაპატიმრებას უკავშირდება.
კვირას, ღამით, საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში დაკავებულ იქნა სატვირთო ხომალდი, რომელსაც 680 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა. სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ოსმან ისმაილმა დღეს გემის დაკავებისთვის გააკრიტიკა საბერძნეთი, განაცხადა რა, რომ ხომალდს კანონიერი გზით გადაჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელიც სუდანის კომპანიამ ტუნისის ერთ-ერთ ფირმას შეუკვეთა. მაგრამ საბერძნეთის სავაჭრო ზღვაოსნობის მინისტრმა გიორგოს ანომერიტისმა ისმაილის განცხადებას უმართებულო უწოდა და განაცხადა, რომ გამოძიების თანახმად, ტვირთის ადრესატი არარსებული კომპანია იყო. დაკავებული გემი კომორის კუნძულების დროშით დაცურავდა, მაგრამ მისი ეკიპაჟი უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისგან შედგებოდა. ეკიპაჟის ყველა წევრს (ხუთ უკრაინელსა და ორ აზერბაიჯანელს) ახლა დაკითხვას უტარებენ.
XS
SM
MD
LG