Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიათა ჯგუფი "იტერა"


საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიათა ჯგუფი "იტერა" სააქციო საზოგადოება "თბილგაზს" 26 ივნისიდან ბუნებრივი აირის შეწყვეტით ემუქრება.

საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიათა ჯგუფი "იტერა" სააქციო საზოგადოება "თბილგაზს" 26 ივნისიდან ბუნებრივი აირის შეწყვეტით ემუქრება.
"იტერას" პრეზიდენტის მიერ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში გაგზავნილ გამაფრთხილებელ წერილში აღნიშნულია, რომ მაისის თვეში დაგროვილი დავალიანების, 900 ათასი დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, "თბილგაზს" ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ პრაიმ ნიუსის სააგენტო იუწყება. მასვე მოჰყავს "თბილგაზის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ცაავას სიტყვები იმის თაობაზე, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა "იტერასთვის" დავალიანების დაფარვის თარიღი, რადგან გრაფიკის შესაბამისად "თბილგაზს" ვადა 30 ივნისამდე ჰქონდა მიცემული.
XS
SM
MD
LG