Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი


ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ოთხშაბათს ენგურის ხიდზე ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად.

ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ოთხშაბათს ენგურის ხიდზე ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად.
როგორც ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტი ლაშა ბერულავა იტყობინება, ადგილზე დაიღუპა სოსო ქორთუა, ხოლო მძიმედ დაიჭრა გალში მცხოვრები თენგიზ ნარმანია, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ბურულავა თქმით, ქორთუა გალის რაიონის მილიციის ყოფილი თანამშრომელია. იგი ზუგდიდის რაიონიდან ხშირად გადაიოდა გალში და ხვდებოდა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს. ჯერჯერობით დაუდგენელია ის პირები, ვისაც ქორთუა შეხვდა პირადად ხიდზე სალაპარაკოდ. ქართული და აფხაზური მხარეების, სამშვიდობო ძალების და გაეროს წარმომადგენლების მიერ შეიქმნა ოთხმხრივი საგამოძიებო კომისია, რომელიც უკვე შეუდგა მუშაობას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG