Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას თქვა,

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას თქვა,
რომ დაზვერვის ინფორმაცია ადასტურებდა, რომ ერაყს ჰქონდა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის პროგრამების განხორციელების უნარიო. სტრომ დაიცვა ბრიტანეთის ერაყის ომში მონაწილეობა, იმ ბრალდებების საპირისპიროდ, რომ დაზვერვამ გაადააჭარბა ერაყის მხრივ საფრთხე თავის ინფორმაციაში, იმ მიზნით, რომ ერაყში აშშ-ის მეთაურობით შეჭრის მხარდაჭერა გაემართლებინა. სტროს თქმით, ის ცნობა, რომ ერაყს უნარი შესწევდა აემოქმედებინა თავისი იარაღი 45 წუთში, რომლის შესახებაც კამათი გრძელდება, არ იყო მთავარი ლონდონის გადაწყვეტილების მიღებისას. სტრომ თქქვა, რომ ერაყის წინააღამდეგ სამხედრო მოქმედება გამართლებული იყო იმის შესახებ საბუთით, რომ ერაყი ესწრაფვოდა აკრძალული იარაღის ქონას.
რობინ კუკმა, ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თქვა დღეს, რომ ბრიტანეთის დაზვერვის დოსიე, 45 წუთში მზადყოფნის ცნობის ჩათვლით, აშკარად უზუსტოა. კუკი ერაყის ომში მისი ქვეყნის ჩართვის გამო თავის დროზე თანამდებობიდან გადადგა.
XS
SM
MD
LG