Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური ჯიჰადის" ექსტრემისტული ორგანიზაციის ლიდერის


"ისლამური ჯიჰადის" ექსტრემისტული ორგანიზაციის ლიდერის, მოჰამედ ალ-ჰინდის განცხადებით,

"ისლამური ჯიჰადის" ექსტრემისტული ორგანიზაციის ლიდერის, მოჰამედ ალ-ჰინდის განცხადებით,
მისი დაჯგუფება დათანხმდა, სამი თვით შეაჩეროს თავდასხმები ისრაელ მოქალაქეებზე. ალ-ჰინდიმ დასძინა, რომ მისი ორგანიზაცია და პალესტინელთა კიდევ ორი რადიკალური დაჯგუფება - "ჰამასი" და "ალ-აყსას მარტვილთა ბრიგადები" - უახლოესი 24 საათის განმავლობაში გამოაცხადებენ თავიანთ საბოლოო გადაწყვეტილებას ზავის შესახებ. ამ განცხადებას წინ უძღოდა ცნობები იმის თაობაზე, რომ პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ისრაელის არმია 30 ივნისს გაიყვანს თავის შენაერთებს ღაზის სექტორის რამდენიმე რაიონიდან. იუწყებიან, აგრეთვე, რომ ისრაელის ჯარის ნაწილები მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ბეთლემსაც დატოვებენ, ოღონდ ვადებზე ცნობებში არაფერია ნათქვამი.
XS
SM
MD
LG