Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს საზღვრის


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ეუთოს მიერ 100 ათასი ევროს ღირებულების აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია.

დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ეუთოს მიერ 100 ათასი ევროს ღირებულების აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია.
საქართველოში ეუთოს მისიაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ აღნიშნული თანხა ევროკავშირმა გრანტის სახით გამოყო. საქართველოს მხარეს გადაეცა სარადიოკომუნიკაციო საშუალებები, ფორმები, ალპინისტური აღჭურვილობა და სხვა. ეუთო 1999 წლიდან ახორციელებს მეთვალყურეობას საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე, 2001 წლიდან - ინგუშეთის, ხოლო 2002 წლიდან - დაღესტნის მონაკვეთებზე.
XS
SM
MD
LG