Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სამხედრო


აშშ-ის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს 30-ზე მეტ ქვეყანას, რომლებმაც დღემდე ვერ მოახერხეს, ან არ ისურვეს გააფორმონ აშშ-თან შეთანხმება,

აშშ-ის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს 30-ზე მეტ ქვეყანას, რომლებმაც დღემდე ვერ მოახერხეს, ან არ ისურვეს გააფორმონ აშშ-თან შეთანხმება,
რომელიც ამერიკელებს გაათავისუფლებდა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე პასუხისმგებლობისგან. ამგვარი შეთანხმების გაფორმების ვადა დღეს ამოიწურა. აშშ-ის კანონის თანახმად, ნატოს წევრებს და აშშ-ის მიერ “არანატოელ მთავარ მოკავშირებად” მიჩნეულ ქვეყნებს სანქციები არ შეეხებათ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 22 სახელმწიფო დაასახელა კიდევ, რომლებსაც ვაშინგტონთან ამგვარი გარიგება აქვთ, ან ეს აშშ-ის სახელმწივო ინტერესებს შეესაბამება. თეთრ სახლს არ გამოუქვეყნებიან სია იმ ქვეყნებისა, რომლებსაც სანქციები შეეხებათ, მათი რიცხვი შეიძლება 31 იყოს.
XS
SM
MD
LG