Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის დღევანდელი


იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის დღევანდელი გამოსვლა ევროპარლამენტში უჩვეულო სკანდალით აღინიშნა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის დღევანდელი გამოსვლა ევროპარლამენტში უჩვეულო სკანდალით აღინიშნა.
როცა ბერლუსკონიმ დამსწრეთათვის ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარის როლში თავისი ქვეყნის პროგრამის გაცნობა დაიწყო, "მწვანეთა" წარმომადგენლებმა აღმართეს პლაკატები წარწერით: "კანონი ყველასთვის ერთია". ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ ბერლუსკონის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით წამოწყებული საქმე შეწყვეტილ იქნა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პატ კოქსმა დეპუტატებს თავშეკავებისკენ მოუწოდა: [პატ კოქსის ხმა] "კოლეგებო, სათქმელი უკვე გამოხატეთ. ახლა გთხოვთ, პატივი სცეთ პროცესუალურ ნორმებს და შეინახოთ ეს დაფები და პლაკატები, და მოგვასმენინოთ, როგორც წესი და რიგია, იტალიის წარმომადგენლის გამოსვლა". მაგრამ გერმანელმა პარლამენტარმა მარტინ შულცმა ადგილიდან შესძახა, ინტერესთა კერძო კონფლიქტები ბერლუსკონის ევროკავშირში გადმოაქვსო. რაზეც ამ უკანასკნელმა მიუგო: იტალიაში ახლა იღებენ მხატვრულ კინოფილმს ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკებზე, და იქნებ ამ ფილმში ბანაკის ზედამხედველის როლზე აგიყვანონო. შულცმა ბერლუსკონის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რაზეც იტალიის პრემიერმა მკვახე უარით უპასუხა. ამ სიტყვიერი შეხლა-შემოხლის შედეგად პატ კოქსმა სხდომა დამთავრებულად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG