Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პოლიცია ეძებს ტუბერკულოზით დაავადებულ


ჩეხეთის პოლიცია ეძებს ტუბერკულოზით დაავადებულ 40 წლის ქართველს, რომელმაც სამი კვირის წინათ თვითნებურად დატოვა სეჩის ლტოლვილთა თავშესაფარი.

ჩეხეთის პოლიცია ეძებს ტუბერკულოზით დაავადებულ 40 წლის ქართველს, რომელმაც სამი კვირის წინათ თვითნებურად დატოვა სეჩის ლტოლვილთა თავშესაფარი.

საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ეს ცნობა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა აღმოსავლეთი ბოჰემიის ქალაქ ჰრადეც კრალოვეს პოლიციის პრესმდივანმა ლენკა კლოუზოვამ. მისივე თქმით, თავშესაფრის მაძიებელი სამედიცინო მეთვალყურეობასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ავადმყოფი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად იმყოფება.
[ლენკა კლოუზოვას ხმა] "ძებნილის სიმაღლეა 185 სანტიმეტრი; აქვს მოკლედ შეჭრილი წაბლისფერი თმა, წაბლისფერი თვალები; ლაპარაკობს რუსულ და ქართულ ენებზე. მას არ აქვს პირადობის დამადასტურებელი არავითარი მოწმობა, გარდა თავშესაფრის მაძიებლის საბუთისა. ძებნილ ქართველს ახასიათებს უცნაური ქცევა."
ჩეხეთის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი პირის შემჩნევის შემთხვევაში აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას. გაქცეულ უცხოელს შეიძლება ბრალი დაედოს ინფექციური დაავადების გავრცელებაში, რისთვისაც ჩეხეთის კანონით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული.
XS
SM
MD
LG