Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა გამოაცხადა, რომ გუშინ


ისრაელმა გამოაცხადა, რომ გუშინ თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტერაქტი ადასტურებს, რომ პალესტინელი ექსტრემისტების

ისრაელმა გამოაცხადა, რომ გუშინ თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტერაქტი ადასტურებს, რომ პალესტინელი ექსტრემისტების
მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა უსარგებლოა. ამ აქტის დროს ერთი ისრაელი ქალი დაიღუპა. ისრაელის პრემიერის შარონის წარმომადგენლის რაანან გისინის თქმით, ზავი, რომელიც ექსტრემისტებმა გამოაცხადეს იმ ქაღალდის ფასადაც კი არ ღირს, რომელზეც ეწერა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა “ისლამური ჯიჰადის” იორადნეს დასავლეთი ნაპირის წარმომადგენლობამ. გაერთიანების ხელმძღვანელობამ კი გამოაცხად, რომ ის კვლავაც ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს. ისრაელის პრემიერსა და პალესტინელთა პრემიერს შორის ხვალისთვის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო, პალესტინელთა ცნობით, მათ მეტი დრო სჭირდებათ ისრაელში პალესტინელი პატიმრების განთავისუფლების თაობაზე მათსა და ისრაელს შორის აზრთასხვადასხვაობის განსჯისათვის.
XS
SM
MD
LG