Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ ოთხშაბათს თეირანში განაცხადა,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ ოთხშაბათს თეირანში განაცხადა,
რომ აუცილებელია მოლაპარაკების გაგრძელება ირანთან მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე. ირანის მთავრობის წევრებთან მოლაპარაკების შემდეგ, ელ-ბარადეიმ თქვა, რომ მომავალ კვირაში თეირანს ეწვევა ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, რატომ ამბობს ირანი უარს ეგრედ წოდებული "დამატებითი ოქმის" ხელმოწერაზე. ეს ოქმი მწვანე შუქს მისცემს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს ნებისმიერი ბირთვული ობიექტი შეამოწმონ ირანში როცა კი მოესურვებათ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ქამალ ხარაზისთან შეხვედრის შემდეგ ელ-ბარადეიმ მიანიშნა, რომ დამატებითი ოქმის ხელმოწერის თაობაზე შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული:
"მე მინისტრ ხარაზისთან მეტად კონსტრუქციული, გულწრფელი და ღია საუბარი მქონდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩემს სააგენტოსა და ირანს შორის თანამშრომლობის სწორი მიმართულებით წარმათვა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ორივე მხარე მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება". ხარაზიმ განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობას და იმედი აქვს, რომ დაარწმუნებს გაეროს უწყებას იმაში, რომ არაფერი აქვს დასამალი.
XS
SM
MD
LG