Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში განაგრძობს აფრიკაში მოგზაურობას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში განაგრძობს აფრიკაში მოგზაურობას.
ბოცვანაში ჩასვლის შემდეგ ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყოველ ღონეს იხმარს, რათა დაეხმაროს ამ ქვეყანას შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბოცვანის მოსახლოების 40 პროცენტი იმუნოდეფიციტის ვირუსითაა დაავადებული. თეთრმა სახლმა გადაწყვიტა, 15 მილიარდი დოლარი გამოყოს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ხუთწლიანი პროგრამის რეალიზაციისთვის. ამ თანხის უდიდესი ნაწილი აფრიკის ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი. ბოცვანაში გამოსვლისას ბუშმა ოპოზიციის დევნისა და თეთრკანიანი ფერმერების შევიწროებისთვის მწვავედ გააკრიტიკა მეზობელი ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე.
XS
SM
MD
LG