გადამდგარი ამერიკელი გენერალი ტომი ფრენკსი, რომელიც ერაყში საომარ მოქმედებებს ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ჯარებს ერაყში დარჩენა შეიძლება ოთხი
წლის მანძილზე მოუხდეთ. ფრენკსს მიაჩნია, რომ ერაყში მყოფი 148 ათასიანი შემადგენლობის შემცირება მომავალ წლამდე არ მოხდება. ფრენკსი აცხადებს აგრეთვე, რომ მცირემასშტაბიანი თავდასხმები ამერიკელ ჯარისკაცებზე გაგრძელდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღიარა, რომ ერაყში უსაფრთხოების პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და სამხედროებს სიმხნევისკენ მოუწოდა. ამერიკელმა სენატორებმა კი ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, რითაც განაცხადეს თანხმობა ბუშის ინიციატივაზე - ერაყში სამშვიდობო ოპერაციებსა და აღმშენებლობით საქმეებში ნატოსა და გაეროსთვის დახმარების თხოვნის შესახებ.