Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს, ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრი გენადი ნოვიცკი, აგრეთვე მთავრობის კიდევ რამდენიმე წევრი გადააყენა.

ანდრო ეული, პრაღა ათ ივლისს, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ბელორუსიის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის რამდენიმე წევრი გადააყენა.

მანამდე ლუკაშენკომ ქვეყნის დამოუკიდებელ მედიასა და მათს დამხმარე საერთაშორისო ორგანიზაციებს აუკრძალა ბელორუსიაში საქმიანობა.

ოთხშაბათს, ბელორუსიის მთავრობამ ქვეყანაში შემდგომი საქმიანობა აუკრძალა საერთაშორისო ორგანიზაცია "ინტერნიუსს", რომელიც მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელ საშუალებათა განვითარებაში ეხმარება გარდამავალ პერიოდში მყოფ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. "ინტერნიუსი" ბელორუსიაში, რამდენიმე რეგიონულ სატელევიზიო არხს ეხმარებოდა.

ვიდრე ბელორუსიის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რამდენიმე საათით ადრე ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც ბელორუსიის მთავრობას აკრიტიკებს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარების გამო.

ამ კვირის დასაწყისში ხელისუფლების განკარგულებით მინსკში დაიხურა უმაღლესი განათლებისა და მედიის კვლევითი ცენტრი, რომელსაც შეერთებულ შტატებში დაფუძნებული საერთაშორისო კვლევისა და გაცვლითი პროგრამის საბჭო აფინანსებს. ასეთივე ბედი ეწია რვა ივლისს რუსეთის ტელეკომპანია ენტევეს მინსკის ბიუროს, რომლის ჟურნალისტები ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენათა არაობიექტურ გაშუქებაში დაადანაშაულეს. ხოლო ივნისში მთავრობის ბრძანებით სამი თვით აიკრძალა კერძო და გავლენიანი გაზეთის "დელოვაია გაზეტას" გამოცემა.

ამდენად, თავისუფალი პრესა ბელორუსიაში სულს ღაფავს. თუმცა ოფიციალური პირები მინსკში აცხადებენ, რომ მათი მოქმედება გამართლებულია. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი სავინიხმა განაცხადა: "მთავრობა ცილისწამებასა და ფინანსურ დარღვევებს ებრძვის და სულაც არა აქვს განზრახული პრესის თავისუფლების შეზღუდვაო".

ტელეკომპანია ენტევეს მინსკის ბიუროს დახურვას მძაფრი პროტესტი მოჰყვა ოფიციალური მოსკოვის მხრიდან. "ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაგვანახა როგორა აქვს გაცნობიერებული ბელორუსიის ხელისუფლებას ძირითადი დემოკრატიული პრინციპები, მათ შორის სიტყვის, პრესის თავისუფლება, და უფლება დაუბრკოლებლად მიიღო და გაავრცელო ინფორმაცია", - ნათქვამია რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ერთობლივ განცხადებაში.

ენტევეს ბიუროს დახურვის ნამდვილი მიზეზი ის გახდა, რომ რუსმა ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს ბელორუსიაში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სტანისლავ შუშკევიჩს, რომელმაც დასაბუთებულად და სრულიად ობიექტურად გააკრიტიკა პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. ხოლო ანდრეი სავინიხს ბიუროს დახურვის მიზეზად ის მოჰყავს, რომ რუსი ჟურნალისტები თურმე დამახინჯებულად აშუქებდნენ ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც პოლიტიკური მიმომხილველები მიიჩნევენ, ბელორუსიაში მიმდინარე კამპანია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ფაქტობრივად იმისთვისაა გამიზნული, რომ ლუკაშენკო მესამედ იქნეს არჩეული პრეზიდენტად. მისი მანდატი 2006 წელს ამოიწურება. ბელორუსიის კონსტიტუცია მოქმედ პრეზიდენტს უკრძალავს მესამე ვადით არჩევას.

მინსკის დამოუკიდებელი სოციოეკონომიკურ და პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის დირექტორი ოლეგ მანაიევი დარწმუნებულია იმაში, რომ ლუკაშენკო რეფერენდუმის დანიშვნას შეეთცდება კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად, რაც საშუალდებას მისცემს ბელორუსიის პრეზიდენტს მესამედ იყაროს კენაჭი. მალაიევი აღნიშნავს ამასთანავე, რომ საზოგადოებრივი აზრის უკანსკნელი გამოკითხვის თანახმად მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის წინააღმდეგი გამოვა [ოლეგ მანაიევის ხმა]: "საზოგადოებრივი აზრის აპრილში ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ 17 პროცენტი დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, ხოლო 47 პროცენტზე მეტი წინააღმდეგი იქნება. ცხადია, რომ ამგვარი რეფერენდუმის ჩატარებას თავის "სასარგებლოდ" ლუკაშენკო საარჩევნო კამპანიაზე მკაცრი კონტროლის დაწესების მეშვეობით თუ შესძლებს" - განაცხადა ოლეგ მანაიევმა.

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბელორუსიის ქალაქ ორშადან იტყობინება, ათ ივლისს, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა ფართომასშტაბიანი კამპანია გააჩაღეს ალექსანდრ ლუკაშენკას მესამე ვადით არჩევის მიზნით. როგორც მიმომხილველები წინასწარმეტყველებენ, ლუკაშენკო შემოდგომაზე გამოაცხადებს რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ, ხოლო რეფერენდუმი მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

XS
SM
MD
LG