Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბულმა ტელეარხმა ეთერში გაუშვა აუდიოფირი


არაბულმა ტელეარხმა ეთერში გაუშვა აუდიოფირი, რომელზეც, როგორც ვარაუდობენ, ერაყის დამხობილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის ხმა ჟღერს.

არაბულმა ტელეარხმა ეთერში გაუშვა აუდიოფირი, რომელზეც, როგორც ვარაუდობენ, ერაყის დამხობილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის ხმა ჟღერს.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჟურნალისტები, ვისაც ხშირად მოუსმენია სადამ ჰუსეინისთვის, ფიქრობენ, რომ ხმა მართლაც მას ეკუთვნის. ჩანაწერი გაკეთებულია ერაყში ბაათის პარტიის მიერ მოწყობილი გადატრიალების 35-ე წლისთავთან დაკავშირებით. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, უსაფუძვლოა აშშ-ისა და ბრიტანეთის განცხადებები, თითქოს ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდეს. ხმა ერაყელებს მოუწოდებს, დაამარცხონ და ერაყიდან გააძევონ ოკუპანტები. მიმართვაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ აშშ, ბრიტანეთი და ისრაელი ერაყის დაპყრობასა და დანაწილებას აპირებენ: [ხმა, რომელიც შესაძლოა, სადამ ჰუსეინს ეკუთვნოდეს] "ოკუპანტების ადმინისტრაციამ ბრძანებები გასცა ვაშინგტონიდან, თელ ავივიდან და ლონდონიდან მიღებული განკარგულებების მიხედვით და დანიშნა ხალხი, ვინც შეასრულებს მათ ბრძანებებს. ოკუპანტებმა გაამჟღავნეს თავიანთი განზრახვა, დაიპყრონ და დაჰყონ ერაყი". ამასობაში კი ბაღდადში ჩავიდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლ ვულფოვიცი. ის ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და შეაფასებს წინსვლას ქვეყნის რეკონსტრუქციის საქმეში.
XS
SM
MD
LG