Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში იპოვეს თავდაცვის სამინისტროს


დიდ ბრიტანეთში იპოვეს თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის, დევიდ კელის გვამი.

დიდ ბრიტანეთში იპოვეს თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის, დევიდ კელის გვამი.
გუშინ საღამოს კელი სასეირნოდ გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. ხელისუფლების აზრით, სწორედ კელი შეიძლებოდა ყოფილიყო ის წყარო, რომელზე დაყრდნობითაც სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სიმ ერაყის ომთან დაკავშირებით სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. კელიმ აღიარა, რომ მართლაც ესაუბრა ბი-ბი-სის კორესპონდენტს, მაგრამ კატეგორიულად უარყო მისთვის იმ მასალების მიწოდების ფაქტი, რომელზეც ჟურნალისტმა თავისი რეპორტაჟი ააგო. რეპორტაჟში საუბარი იყო იმაზე, რომ ბრიტანეთის მთავრობამ განზრახ დაამახინჯა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ. გასულ კვირაში ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უმართებულოდ მიიჩნია კელის მისამართით გამოთქმული ბრალდებები. პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ თუ დღეს ნაპოვნი გვამი მართლაც დევიდ კელის ეკუთვნის, ჩატარებულ იქნება გამოძიება. გვამის ოფიციალური იდენტიფიკაცია ჯერ არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG