Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილი


ახლო აღმოსავლეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილი ტერიე რუდ-ლარსენი ოპტიმისტური ანგარიშით წარდგა

ახლო აღმოსავლეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილი ტერიე რუდ-ლარსენი ოპტიმისტური ანგარიშით წარდგა
უშიშროების საბჭოს წინაშე. მისი თქმით, "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის განხორციელების საქმეში ბოლო ხანს ბევრი რამ გაკეთდა. თუმცა, რუდ-ლარსენმა დასძინა, რომ კონფლიქტში დაპირისპირებულმა მხარეებმა კიდევ მეტი უნდა გააკეთონ ურთიერთნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად. საგანგებო წარგზავნილმა აღნიშნა, რომ პალესტინელთა ვალია, უზრუნველყონ უსაფრთხოება მათს კონტროლქვეშ მყოფ რაიონებში. ამავე დროს, რუდ-ლარსენმა ისრაელის მთავრობას მოუწოდა, მეტი გააკეთოს ციხეებიდან პალესტინელ პატიმართა გასათავისუფლებლად და იზრუნოს პალესტინელ მოქალაქეთა ცხოვრების დონის ამაღლებაზე.
XS
SM
MD
LG