Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით


აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა დასავლეთი ერაყის ქალაქ ფალუჯაში. მანქანა, რომელშიც ჯარისკაცი იჯდა, ნაღმზე აფეთქდა.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა დასავლეთი ერაყის ქალაქ ფალუჯაში. მანქანა, რომელშიც ჯარისკაცი იჯდა, ნაღმზე აფეთქდა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყში მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დამთავრებულად გამოაცხადა, იქ, სულ ცოტა, 34 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღეს ბაღდადში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო ანტიამერიკულ დემონსტრაციაში. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ერაყიდან შეერთებული შტატების ჯარის გაყვანასა და ვაშინგტონის ხელმძღვანელობით მოქმედი დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის საქმიანობის შეჩერებას. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამოც, რომ დროებითმა ადმინისტრაციამ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა 9 აპრილი – დღე, როცა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო.
XS
SM
MD
LG