Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტონი ბლერი ჩინეთს ეწვია ჩრდილოეთი


ტონი ბლერი ჩინეთს ეწვია ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ კრიზისზე მოსალაპარაკებლად.

ტონი ბლერი ჩინეთს ეწვია ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ კრიზისზე მოსალაპარაკებლად.
პეკინში ვიზიტით გრძელდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ერთკვირიანი მოგზაურობა, რომლის ფარგლებში ის უკვე ესტუმრა ვაშინგტონს, ტოკიოსა და სეულს. სეულში ბლერი სამხრეთი კორეის პრეზიდენტ რო მუ-იუნს შეხვდა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთი კორეის ბირთვული კრიზისი დიალოგის მეშვეობით უნდა მოგვარდეს და რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა. ბლერის შეფასებით, ამ საკითხის მოგვარების საუკეთესო გზაა მრავალმხრივი მოლაპარაკება, რომელშიც სამხრეთი კორეა და იაპონიაც უნდა მონაწილეობდნენ: [ტონი ბლერის ხმა] "ეს დიალოგი მრავალმხრივი უნდა იყოს, უწინარეს ყოვლისა აშშ-ის, ჩინეთისა და ჩრდილოეთი კორეის მონაწილეობით. შემდეგ მათ იაპონიისა და სამხრეთი კორეის მონაწილეობა უნდა დაემატოს ისე, რომ მთელმა რეგიონმა გააგებინოს ჩრდილოეთ კორეას - მიუღებელია ბირთვული პროგრამის გაგრძელება; მიუღებელია ბირთვული ტექნოლოგიის გავრცელება მსოფლიოში." ტონი ბლერის თქმით, თუ ჩრდილოეთი კორეა უარს იტყვის თავის ბირთვულ პროგრამაზე, საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არის, დაეხმაროს მას "სხვა ტიპის სახელმწიფოდ" გარდაქმნაში.
XS
SM
MD
LG