Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფასებით


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფასებით, სადამ ჰუსეინის ხმა ჟღერს რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე,

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფასებით, სადამ ჰუსეინის ხმა ჟღერს რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე,
რომელიც ერაყელებს უცხოელი ოკუპანტებისადმი წინააღმდეგობისაკენ მოუწოდებს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ეს დასკვნა, რომელიც ტექნიკურ ანალიზს ეფუძნება, კიდევ უფრო ამყარებს ამერიკული დაზვერვის ვარაუდს, რომ სადამ ჰუსეინი ცოცხალი გადაურჩა ერაყში ომს. ხმა ამბობს, რომ ჩანაწერი გაკეთებულია 20 ივლისს (ეს ნიშნავს, სადამ ჰუსეინის ორი ვაჟის, უდაისა და კუსაის დახოცვამდე ორი დღით ადრე). ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით (ამ პირმა თავისი ვინაობის გამხელა არ მოისურვა), ჩანაწერის გაკეთების თარიღი ვერ დაადგინეს.
XS
SM
MD
LG