Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საკუთარ მთავრობას მისი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საკუთარ მთავრობას მისი
ბირთვული ობიექტების მოულოდნელ შემოწმებაზე თანხმობისკენ მოუწოდა. ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ ასეთ შემოწმებაზე თანხმობა ხელს შეუწყობდა ზოგიერთი პრობლემის მოგვარებას და შეასუსტებდა საერთაშორისო საზოგადოებრიობის მღელვარებას ირანის ბირთვული პროგრამების გამო. დღესვე ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხალილ მუსავიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა, არ დაუზუსტებია გადადგომის მიზეზი. ერთ-ერთმა ირანულმა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ხალილ მუსავის ნაცვლად ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენლად საბერ ზაენიანი დაინიშნა.
XS
SM
MD
LG