Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამშვიდობო ასეული მზად არის


საქართველოს სამშვიდობო ასეული მზად არის ერაყში გასამგზავრებლად – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

საქართველოს სამშვიდობო ასეული მზად არის ერაყში გასამგზავრებლად – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
კადრების მთავარი სამმართველოს უფროსზე, დიმიტრი ლეჟავაზე დაყრდნობით, ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იტყობინება. ლეჟავას თქმით, რამდენიმე დღის წინათ საქართველოდან ერაყში რამდენიმე მეკავშირე ოფიცერი გაიგზავნა, ამ დღეებში კი დაგეგმილია სამშვიდობო ასეულის გაგზავნა. ბრიგადის გენერალმა აღნიშნა, რომ ასეულს არ გაუვლია სპეცმომზადება ერაყში გამგზავრებამდე და ეს დაჯგუფება თავდაცვის სამინისტროს პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული.
XS
SM
MD
LG