Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა


გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ცნობილი ბანკირის ფრიდრიხ ფონ მეცლერის

გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ცნობილი ბანკირის ფრიდრიხ ფონ მეცლერის
11 წლის ვაჟის გამტაცებელსა და მკვლელს. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა მაგნუს გეფგენმა ბანკირის ვაჟი მოიტაცა და მისთვის გამოსასყიდი თანხა - ერთი მილიონი ევრო მოითხოვა. ამის შემდეგ მან ბავშვი დაახრჩო და გვამი ქალაქგარეთ დამალა. მკვლელი ფულის გადაცემისას დააკავეს. გეფგენმა თავი დამნაშავედ სცნო.
XS
SM
MD
LG