Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელი ქალი, რომელიც 15 სხვა


გერმანელი ქალი, რომელიც 15 სხვა ტურისტთან ერთად ხუთი თვის წინათ გაიტაცეს ალჟირში, - გარდაიცვალა.

გერმანელი ქალი, რომელიც 15 სხვა ტურისტთან ერთად ხუთი თვის წინათ გაიტაცეს ალჟირში, - გარდაიცვალა.
გერმანიის ტელევიზიის ცნობით, მძევალი გადახურების შედეგად გარდაიცვალა, და როგორც ჩანს, სადღაც უდაბნოშია დამარხული. ნათესავებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა ტურისტი ქალის გარდაცვალების შესახებ. თებერვალსა და მარტში საჰარის უდაბნოში ევროპელ ტურისტთა ორი ჯგუფი, სულ 32 ადამიანი გაიტაცეს დაუდგენელმა პირებმა. მაისში, 17 მძევლის გათავისუფლება მოხერხდა. ზოგიერთი ცნობის თანახმად, გამტაცებლებმა ამას წინათ მძევლები მალიში ჩაიყვანეს.
XS
SM
MD
LG