Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ განაგრძობს ძალისხმევას ერაყის პოლიტიკური


აშშ განაგრძობს ძალისხმევას ერაყის პოლიტიკური რეკონსტრუქციის მიმართულებით, მაგრამ იმავდროულად გრძელდება ერაყში ამერიკელ სამხედროებზე იერიშები.

აშშ განაგრძობს ძალისხმევას ერაყის პოლიტიკური რეკონსტრუქციის მიმართულებით, მაგრამ იმავდროულად გრძელდება ერაყში ამერიკელ სამხედროებზე იერიშები.
ერაყში ამერიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პოლ ბრემერის შეფასებით, საკმაოდ რეალისტურია საყოველთაო არჩევნების ერთი წლის განმავლობაში ჩატარების პერსპექტივა. ბრემერს მნიშვნელოვნად მიაჩნია ახალი კონსტიტუციის შექმნა და ერაყელი ხალხის მიერ ამ კონსტიტუციის რეფერენდუმზე მხარდაჭერა. ბრემერის თქმით, როგორც კი ჩამოყალიბდება სუვერენული მთავრობა, მას ძალაუფლებას გადააბარებს კოალიცია ამერიკელების ხელმძღვანელობით, რომლის საქმე ერაყში დამთავრებული იქნება. რაც შეეხება ძალადობის აქტებს, მათ ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირეს. ერთი დაიღუპა და ორი დაიჭრა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელ გზაზე. სამხედრო მოსამსახურეების მანქანა, როგორც ჩანს, სახმელეთო ნაღმზე აფეთქდა. კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე კი შეიწირა ბაღდადის ჩრდილოეთით, 80-მდე კილომეტრში მოწყობილმა იერიშმა. დაიჭრა ორი ამერიკელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG