Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა უარყვეს პარასკევს


თურქეთში აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა უარყვეს პარასკევს გავრცელებული ხმა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი ანკარაში გულჰანის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თურქეთში აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა უარყვეს პარასკევს გავრცელებული ხმა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი ანკარაში გულჰანის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცნობა ალიევის გარდაცვალებაზე აზერბაიჯანის ოპოზიციურმა გაზეთმა ერთ-ერთ თურქულ საინტერნეტო გამოცემაზე დაყრდნობით გაავრცელა. "ასოშიეიტედ პრესი" თურქეთში აზერბაიჯანის ელჩ მამედ ალიევზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჰეიდარ ალიევი არ არის სერიოზულად ავად და მალე დაბრუნდება სამშობლოში. მამედ ალიევმა "მედია-ტერორისტები" უწოდა აზერბაიჯანის ოპოზიციური პრესის წარმომადგენლებს, ვინც აზერბაიჯანის პრეზიდენტის გარდაცვალებაზე პარაკევს ხმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ მსგავს ინციდენტი რამდენიმე წლის წინაც მოხდა: 2000 წლის სექტემბერშიც, როცა ჰეიდარ ალიევი შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა სამკურნალოდ, რამდენიმე საინტერნეტო გამოცემამ გაავრცელა ხმა მის გარდაცვალებაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
XS
SM
MD
LG