Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერიის პრეზიდენტმა ჩარლს ტეილორმა განაცხადა


ლიბერიის პრეზიდენტმა ჩარლს ტეილორმა განაცხადა,

ლიბერიის პრეზიდენტმა ჩარლს ტეილორმა განაცხადა,
რომ 11 აგვისტოს დაკავებული თანამდებობიდან გადადგება, ხოლო შემდეგ ქვეყანას დატოვებს. ტეილორმა შაბათს განაცხადა ეს მონროვიაში დასავლეთი აფრიკის სახელმწიფოთა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ. ელჩებმა ტეილორს შეახსენეს ადრე გაკეთებული დაპირება, რომ სამშვიდობო ძალების განთავსების შემდეგ პრეზიდენტი დატოვებს ლიბერიას. გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ღამით გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ლიბერიაში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების განთავსებას. პირველ სამხედრო შენაერთს, ნიგერიიდან, ორშაბათს მოელიან ლიბერიაში. 1 ოქტომბრიდან, სამშვიდობო ოპერაციას დასავლეთი აფრიკის ამ ქვეყანაში გაერო უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG