Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15


აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კიდევ 3-მა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია.

აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კიდევ 3-მა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია.
კომისიის თავმჯდომარე მაზაირ პანაჰოვის თქმით პრეზიდენტობის კანდიდატებს დაემატნენ ოპოზიციური მუსავათური პარტიის, მთავრობის მომხრე ალიანსის "აზერბაიჯანისათვის" და სახალხო ფრონტის ხელმძღვანელები. ამავე წყაროს ცნობით, რეგისტრირებული კანდიდატების რიცხვი 5 გახდა. დანარჩენი 14 კანდიდატი კი განაგრძობს რეგისტრაციისათვის საჭირო 45 000 ხელმოწერის შეგროვებას. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევიც მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მას, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, გადადგომისაკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG