Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა მოაგვარეს უთანხმოება


პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა მოაგვარეს უთანხმოება იასირ არაფატის ადმინისტრაციის შტაბბინაში დაკავებული 17 ექსტრემისტის გარშემო.

პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა მოაგვარეს უთანხმოება იასირ არაფატის ადმინისტრაციის შტაბბინაში დაკავებული 17 ექსტრემისტის გარშემო.
ექსტრემისტული ორგანიზაცია "ალ-აქსას წამებულთა ბრიგადები" დამუქრებულია, რომ განაგრძობს ისრაელზე თავდასხმებს, თუ ამ ორგანიზაციის დაკავებულ წევრებს არ გაათავისუფლებენ. პალესტინელმა მინისტრმა აბდელ ფატაჰ ჰამაიელმა აღნიშნა, რომ ექსტრემისტებს არ გააგზავნიან იერიქონში, როგორც ამას ისრაელი მოითხოვს და არც დააპატიმრებენ. მისივე თქმით, გრძელდება მოლაპარაკება ექსტრემისტების უშიშროების უზრუნველსაყოფად.
ისრაელს მათზე ძებნა აქვს გამოცხადებული ბოლო 34 თვის მანძილზე მოწყობილ თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანით. ეჭვმიტანილებმა თავი შეაფარეს არაფატის შტაბ-ბინას რამალაჰში და დაკავებულ იქნენ მას შემდეგ, რაც არ შეასრულეს არაფატის თხოვნა შტაბ-ბინის დატოვების შესახებ.
XS
SM
MD
LG