Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პარლამენტმა ორშაბათს პრეზიდენტ ჰეიდარ


აზერბაიჯანის პარლამენტმა ორშაბათს პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ვაჟი - 41 წლის ილჰამ ალიევი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.

აზერბაიჯანის პარლამენტმა ორშაბათს პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ვაჟი - 41 წლის ილჰამ ალიევი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
ახალი პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ეკონომიკის აყვავების დაპირებით გამოვიდა და მამის - ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განაცხადა, რომ ის კარგად არის. ცნობისათვის: აზერბაიჯანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში ძალაუფლება პრემიერ-მინისტრზე გადადის. ის ნიშნავს ახალ არჩევნებსაც. აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერებმა გამოხატეს პროტესტი დღევანდელი კენჭისყრის გამო. ოპოზიციური პარტიის - "მუსავათის" ლიდერმა ისა გამბარმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა: [გამბარის ხმა] "ვფიქრობთ ეს არის აზერბაიჯანში ნეო-მონარქისტული სცენარის ხორცშესხმის მცდელობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჰეიდარ ალიევის რეჟიმის ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება". საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა ილჰამ ალიევის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას და მას "დიდი მამის ღირსეული მემკვიდრე" უწოდა.
XS
SM
MD
LG