Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინიდან მოსული ინფორმაციით, ჟურნალისტ გიორგი


უკრაინიდან მოსული ინფორმაციით, ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი წინასწარ პატიმრობაში გარდაიცვალა.

უკრაინიდან მოსული ინფორმაციით, ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი წინასწარ პატიმრობაში გარდაიცვალა.
მისი სიკვდილის გარემოებები ჯერ-ჯერობით უცნობია. ჟურნალისტების უფლებათა დამცველი ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" უკრაინული განყოფილების, "მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის" უებსაიტზე სამშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყოფილი პოლიციელი და დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაური იჰორ ჰონჩაროვი 1 აგვისტოს გარდაიცვალა მისი ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანისას. ჰონჩაროვს აგვისტოში უნდა მიეცა ჩვენება ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებით. როგორც "მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტი" აღნიშნავს, მას, სავარაუდოდ, ჰონჩაროვისაგან აქვს მიღებული წერილი, რომელიც, ავტორის თხოვნით, ჰონჩაროვის სიკვდილის შემთხვევაში უნდა წაიკითხონ. ეს წერილი უკრაინის გენერალურ პროკურორს, სვიატოსლავ პისკუნს გაეგზავნა.
XS
SM
MD
LG