Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიათოლა ხომეინის შვილიშვილი გამოდის მოწოდებით


აიათოლა ხომეინის შვილიშვილი გამოდის მოწოდებით, რეფერენდუმის მეშვეობით გადაწყდეს ირანის ისლამური რეჟიმის მომავალი.

აიათოლა ხომეინის შვილიშვილი გამოდის მოწოდებით, რეფერენდუმის მეშვეობით გადაწყდეს ირანის ისლამური რეჟიმის მომავალი.
როგორც ირანის ყოფილი სასულიერო ლიდერის შვილიშვილმა ჰოსსეინ ხომეინიმ საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესის" კორესპონდენტს უთხრა, მან სამშაბათს ირანის ამჟამინდელ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვს რეფერენდუმის გამართვას იმის გასარკვევად, ემხრობა თუ არა ისლამურ რეჟიმს ირანის მოსახლეობა. ხომეინის შეფასებით, თუ ელექტორატი ცვლილების მომხრეა, გარდაქმნა, შესაძლოა, მშვიდობიანად მოხდეს. თვით ხომეინი, მისივე სიტყვებით, "მშვიდ, უსისხლო ცვლილებას ემხრობა".
XS
SM
MD
LG