Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი განაგრძობს ასობით პალესტინელი პატიმრის


ისრაელი განაგრძობს ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების პროცესს, ღაზის სექტორთან და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე,

ისრაელი განაგრძობს ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების პროცესს, ღაზის სექტორთან და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე,
რაც ერთგვარი კეთილი ნების ჟესტს წარმოადგენს. გათავისუფლებულ პატიმრებს ოთხშაბათს უამრავი ახლობელი შეეგება დროშების ფრიალითა და შეძახილებით "დიდება ალაჰს." წინასწარი ინფორმაციით, გათავისუფლება სულ 340 ადამიანს შეეხება, ხოლო ხვალ ისრაელის ხელიუფლება კიდევ 100 პატიმრის გათავისუფლებას გეგმავს. ციხეებიდან გამოსვლისას პალესტინელებმა ხელი უნდა მოაწერონ ვალდებულებას, რომ თავს შეიკავებენ ისარელის წინააღმდეგ მიმართული მტრული მოქმედებებისგან. საერთაშორისო დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ გათავისუფლების პროცესი ხელს შეუწყობს ამერიკის ინიციატივით მიღებული "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეეგმის განხორციელებას, რომელიც 2005 წლისათვის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ითვლისწინებს. თუმცა, რამდენიმე ასეული პატიმრის გათვისუფლების პროცესს არაადეკვატურს უწოდებენ პალესტინაში, სადაც დარწმუნებული არიან, რომ ისრაელის ციხეში ათასობით პატიმარი იმყოფება. ამ საკითხის ირგვლივ წამოჭრილი უთანხმოების გამო, 6 აგვისტოს, ისრაელისა და პალეტინის მთავრობათა მეთაურების, არიელ შარონისა და მაჰმუდ აბასის შეხვედრა გადაიდო.
XS
SM
MD
LG