Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ახლახან მომხდარი


ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ახლახან მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორებმა "ალ-ყაიდის" წევრებთან გაიარეს მომზადება ავღანეთსა და პაკისტანში,

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ახლახან მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორებმა "ალ-ყაიდის" წევრებთან გაიარეს მომზადება ავღანეთსა და პაკისტანში,
-განაცხადა დღეს ინდონეზიის მთავრობამ. თავდაცვის მინისტრის მატორი აბდულ ჯალილის თქმით, აფეთქება ჯაკარტის სასტუმრო "მერიოტში" დაჯგუფება "ჯემაა ისლამიამ" განახორციელა. რამდენიმე ტერორისტის მეშვეობით, რომლებიც ამას წინათ დააპატიმრეს აღმოსავლეთ ინდონეზიაში, "ჯემაა ისლამია" მუდმივ კონტაქტში იყო "ალ-ყაიდასთან". "მერიოტში" მომხდარი აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 150 - დაიჭრა. ინდონეზიის ხელისუფალთა მონაცემებით, "ჯემაა ისლამიამ" მოაწყო ასევე გასულ წელს აფეთქებები კუნძულ ბალიზე, რამაც ორასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG