Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაიალანდში დააკავეს ექტრემისტული დაჯგუფება "ჯამაია


ტაიალანდში დააკავეს ექტრემისტული დაჯგუფება "ჯამაია ისლამიას" ლიდერი და ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ყაიდას" თვალსაჩინო წევრი რიდუან ბინ ისამუდინი, რომელიც უფრო მეტად ჰამბალის სახელით არის ცნობილი.

ტაიალანდში დააკავეს ექტრემისტული დაჯგუფება "ჯამაია ისლამიას" ლიდერი და ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ყაიდას" თვალსაჩინო წევრი რიდუან ბინ ისამუდინი, რომელიც უფრო მეტად ჰამბალის სახელით არის ცნობილი.
საერთაშორისო დამნაშავის შეპყრობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ტაილანდის სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი, ხოლო დაკავებული ამერიკის ხელისუფლებას გადაეცა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჰამბალს, მსოფლიოში ყველაზე საშიში ტერორისტი უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ჰამბალმა -37 წლის მუსლიმმა სასულიერო პირმა - დაგეგმა შარშან ბალიზე მომხდარი აფეთქება და ცოტა ხნის წინანდელი ტერაქტი ჯაკარტაში, რომელსაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამერიკის ხელისუფლებას დარწმუნებულია, რომ ჰამალაბს 11 სექტემბრის ტერაქტშიც მიუძღვის ბრალი.
XS
SM
MD
LG