Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა დღეს განაცხადა, რომ


რომის პაპმა დღეს განაცხადა, რომ ევროპა ღირებულებების კრიზისს განიცდის და იმედი გამოთქვა, რომ, მომავალ წელს, ევროკავშირში ათი ახალი წევრის მიღება

რომის პაპმა დღეს განაცხადა, რომ ევროპა ღირებულებების კრიზისს განიცდის და იმედი გამოთქვა, რომ, მომავალ წელს, ევროკავშირში ათი ახალი წევრის მიღება
კონტინენტის აღორძინებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
როგორც კათოლიკური ეკლესიის მწყემსმთავარმა იოანე პავლე მეორემ, რომთან ახლოს, კანდოლფოს საზაფხულო რეზიდენციაში პილიგრიმებსა და მლოცველებს უთხრა, ევროპამ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს საკუთარი თავი. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოებას არა მხოლოდ გეოგრაფიული და ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია, არამედ იგი უნდა მოასწავებდეს "ღირებულებათა ჰარმონიულ განახლებას, რაც ცხოვრებაზე უნდა აისახოს."
XS
SM
MD
LG