Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შეპყრობილია


აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შეპყრობილია სადამ ჰუსეინის ახლო ნათესავი ალი ჰასან ალ-მაჯიდი, რომელსაც "ქიმიურ ალის" უწოდებენ.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შეპყრობილია სადამ ჰუსეინის ახლო ნათესავი ალი ჰასან ალ-მაჯიდი, რომელსაც "ქიმიურ ალის" უწოდებენ.
ეს ზემდეტსახელი ალ-მაჯიდის (ერაყის ყოფილ თავდაცვის მინისტრს) შეარქვეს მას შემდეგ, რაც მან 1988 წელს გასცა განკარგულება ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ: ამ შეტევამ ჩრდილოეთ ერაყში ათასობით ქურთის სიცოცხლე შეიწირა. ამერიკელი სამხედროები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ "ქიმიური ალი" წლეულს აპრილში დაიღუპა ამერიკელების თაოსნობით დაწყებულ ომში. მაგრამ მოგვიანებით, ივნისში, ამერიკელი გენერალი რიჩარდ მაირსი აღნიშნავდა, რომ, როგორც ერაყელი ტყვეების დაკითხვა მიანიშნებს, ალ-მაჯიდი ჯერ კიდევ ცოცხალია. "ქიმიური ალი" რიგით მეხუთეა სულ 55-კაციან სიაში, რომელშიც ამერიკის მხარემ ერაყში დამხობილი რეჟიმის მთავარი წარმომადგენლები შეიყვანა.
XS
SM
MD
LG