Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს, სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში


შაბათს, სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული, ხოლო მეოთხე - დაიჭრა.

შაბათს, სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული, ხოლო მეოთხე - დაიჭრა.
თვითმხილველთა ცნობით, ავტომანქანას, რომელშიც ჯარისკაცები ისხდნენ, გამვლელი მანქანიდან გაუხსნეს ცეცხლი. დღეიდან განახლებულია ერაყში გაეროს ჰუმანიტარული ოპერაციები, რაც სამშაბათს შეწყდა, როცა თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა გაეროს წარმომადგენლობის შენობის წინ ბაღდადში. გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი გამოვიდა მოწოდებით, რომ გაეროს მეტი უფლებამოსილება მიენიჭოს ერაყში სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნა ანანმა, გაეროს უშიშროების საბჭომ შესაძლოა არ დააკმაყოფილოს შეერთებული შტატების თხოვნა ერაყში მრავალეროვანი კოალიციის შემდგომი გაფართოების შესახებ.
XS
SM
MD
LG