Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში, ინტერპოლის რუსეთის განყოფილების თხოვნით


ათენში, ინტერპოლის რუსეთის განყოფილების თხოვნით, ცნობილი რუსი ბიზნესმენი ვლადიმირ გუსინსკი დააპატიმრეს.

ათენში, ინტერპოლის რუსეთის განყოფილების თხოვნით, ცნობილი რუსი ბიზნესმენი ვლადიმირ გუსინსკი დააპატიმრეს.
პოლიციის ცნობით, დაპატიმრება მოხდა საბერძნეთის დედაქალაქის აეროპორტში, სადაც გუსინსკი თელ-ავივიდან ჩავიდა. რუსეთის ხელისუფლება მას 250 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. გუსინსკი - წარსულში რუსი მედია-მაგნატი, და ტელეკომპანია ენტევეს ყოფილი მფლობელი - მიიჩნევს, რომ მისდამი წაყენებულ ყველა ბრალდებას პოლიტიკური სარჩული უდევს. 2001 წელს გუსინსკი ესპანეთში დააპატიმრეს რუსეთის ინტერპოლის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე. იგი სულ მალე გაანთავისუფლეს მას შემდეგ, რაც ესპანეთის სასამართლომ გუსინსკის გაცემაზე უარი უთხრა რუსეთს.
XS
SM
MD
LG