Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში, ფორუმზე "არჩევნები 2003"


მოსკოვში, ფორუმზე "არჩევნები 2003", ექვსი პოლიტიკური პარტია და ათი საზოგადოებრივი ორგანიზაცია,

მოსკოვში, ფორუმზე "არჩევნები 2003", ექვსი პოლიტიკური პარტია და ათი საზოგადოებრივი ორგანიზაცია,
პარლამენტის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად დღეს სახალხო-პატრიოტულ ძალთა კოალიციაში გაერთიანდა. კოალიციას სახელმწიფო დუმის დეპუტატები: სერგეი გლაზევი და დმიტრი როგოზინი უხელმძღვანელებენ. სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის გატარებაა ამ საარჩევნო გაერთიანების მთავარი ლოზუნგი. დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ კოალიცია იბრძოლებს ყველასთან, ვინც კი ზიანს აყენებს რუსეთს, და გადადგომისკენ მოუწოდა მთავრობას. სერგეი გლაზევმა გამოთქვა იმედი, რომ კოალიციას კომუნისტები და რუსეთის პროფკავშირები შეუერთდებიან.
XS
SM
MD
LG