Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე


დღეს ერაყში, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე ახალი თავდასხმა განხორციელდა.

დღეს ერაყში, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე ახალი თავდასხმა განხორციელდა.
ბაღდადის დასავლეთით, მისგან 50 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ ფალუჯის მახლობლად, ნაღმსატყორცნებით, ცეცხლი გაუხსნეს ამერიკელთა სამხედრო ავტოკოლონას, რის შედეგადაც სამი ჯარისკაცი დაიჭრა. დღესვე აშშ-ის სარდლობამ გამოაცხადა, რომ შეიპყრო შვიდი ადამიანი, რომელთაგან ორი, სავარაუდოდ, სადამ ჰუსეინის მხარდამჭერია, ხოლო ხუთი ეჭვმიტანილია ქალაქ თიქრითში, ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის მოწყობაში. ასევე დღეს, მაჰმადიანთა წმიდა ქალაქ ნაჯაფში, ათასობით შიიტმა მაჰმადიანმა მონაწილეობა მიიღო გუშინ დაღუპული სამი ერაყელის დაკრძალვის ცერემონიაში. დაღუპულები ემსხვერპლნენ აფეთქებას, რომელიც მიზნად ისახავდა მაღალი რანგის შიიტი მაჰმადიანი სასულიერო პირის, აიათოლა სეიედ მოჰამედ საიდ ალ-ჰაკიმის მოკვლას. აფეთქების შედეგად აიათოლა მსუბუქად დაშავდა.
XS
SM
MD
LG